გაკვეთილის გეგმა



გაკვეთილის მთავარი გეგმა
ჯუზეპე ვერდის ოპერები
სწავლების საფეხური
VIIკლასი

მოსწავლეთა პროფილი
25 მოსწავლე

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები ინფორმაციას მიიღებენ ძველი ეგვიპტის კულტურის შესახებ, შეძლებენ მუსიკალური ხელოვნების ჟანრის განსაზღვრას, შეძლებენ განსხვავებების პოვნას სხვადასხვა ეპოქის მუსიკალური ჟანრის,,ოპერებს’’ შორის.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლეები გაეცნობიან ჟუზეპე ვერდის ოპერა ,,აიდას’’, მოსწავლე შეძლებს მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზებას, გააცნობს თანაკლასელებს მუსიკალური ხელოვნების ნიმუშს ან მუსიკოსის შემოქმედებას.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლემ უნდა იცოდეს რა არის ოპერა, იცნობდეს ჯუზეპე ვერდის შემოქმედებას.
შეფასების საგანი და პროცედურები
ჯგუფური პრეზენტაციები. პრეზენტაციის რუბრიკა.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, აუდიო ჩანაწერები.
გაკვეთილის მსვლელობა
მოსწავლეებს შევუქმნი განწყობას, მოვასმენინებ სხვადასხვა კომპოზიტორის ოპერებს, (10 წთ.) შემდეგ მთელი კლასი კითხვა-პასუხის რეჟიმში ისაუბრებს ოპერის შესახებ(5 წთ), მოსწავლეები მოაწყობენ პრეზენტაციას ჯგუფებში კომპოზიტორ ჯუზეპე ვერდის შემოქმედების შესახებ (20 წთ), შემდეგ მოვახდენ ჯგუფური პრეზენტაციის რუბრიკით მოსწავლეთა შეფასებას (5წთ), ახალი გაკვეთილის ახსნა და დავალების მიცემა (5წთ).

No comments:

Post a Comment